სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედა ევედრებოდა თავის 2 წლის შვილს პარკში ეთამაშა, სანამ მას აუპატიურებდნენ

ეს ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო ახალგაზრდა დედისა და მისი 2 წლის ვაჟისთვის. ისინი სტალბრიჯის პარკში იყვნენ სასეირნოდ წასულნი, რომელიც ქალაქ მანჩესტერში მდებარეობს.

პარკში ყოფნის დროს ბავშვი თამაშით გაერთო, დედა კი შორიდან ადევნებდა თვალს. ამ დროს ახალგაზრდა ქალმა კისერზე დანის მიდება იგრძნო, შემდეგ მამაკაცის ხმა მოესმა, რომელიც თან მკერდზე ჰკიდებდა ხელს: „როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი და არ დაზარალდები“. პატარამ შეამჩნია, რომ დედამისი ვიღაც მოზარდმა ბიჭმა მიიხუტა და „უცნაურად მოძრაობდა“. ის შეშინებული მიაშტერდა მანიაკს, რომელმაც სექსუალური ძალადობა დაიწყო ქალზე - „ძალიან გთხოვ, ოღონდ ჩემი ბიჭის თვალწინ არა, გეხვეწები ამას ნუ იზამ, არ დაანახო რას მიკეთებ. შვილო, მიდი გააგრძელე თამაში, აქეთ ნუ იყურები“ - განწირული ხმით ყვიროდა ქალი. ბავშვი კიდევ უფრო მიუახლოვდა დედას, 17 წლის აარონ გრაჰამი კი ამის მიუხედავად საქმეს აგრძელებდა. ქალმა მოულოდნელად მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და დაუსხლტა ხელიდან თინეიჯერ მოძალადეს. შეშინებულმა ბიჭმა მიაძახა, რომ ამის გამო წუხდა და პარკიდან გაიქცა. მსხვერპლი მაშინვე პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა.

მოძალადე მეორე დღეს დააკავეს სამართალდამცველებმა და მან დანაშაული მაშინვე აღიარა. როგორც გაირკვა, აარონს აუტიზმის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და პერიოდულად პანიკური შეტევებიც აწუხებდა. სასამართლომ ის ფსიქიკური პრობლემებით დაავადებულად სცნო და ფსიქიატრიულ კლინიკაში 10 თვით მკურნალობა დაუწესა. ძალადობის მსხვერპლს კი 120 ათასი დოლარი გადაეცა კომპენსაციის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100