სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმირ პუტინმა სენატორ ჯონ მაკკეინს „გიჟი“ უწოდა

ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ ტელეპროექტში „საუბარი ვლადიმერ პუტინთან“ ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის შესახებ ისაუბრა.

პუტინის თქმით, „გაზვიადებული იქნება მაკკეინის ჩემი მოგობარი რომ ვუწოდო“, რადგან, მისი განცხადებით, ამერიკელ სენატორს მხოლოდ ერთხელ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა.

მაკკეინის განცხადება, რომ „პუტინს არაბული გაზაფხული უახლოვდება“ , პუტინს აზრით, რუსეთის და არა კონკრეტულად მის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ზოგიერთ ადამიანს რუსეთის თავიდან მოცილება სურს. მათ ჩვენი ბირთვული არსენალის კვლავ ეშინიათ. ჩვენ გვაქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, იმის მიუხედავად, მოწონთ თუ არა მათ. დასავლეთი არ არის ერთიანი, ჩვენ გვაყავს იმაზე მეტი მეგობრები, ვიდრე მტრები“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომში დატყვევების შემდეგ გაგიჟდა. „ვფიქრობ სწორედ მასზეა უდანაშაულო ადამიანების სისხლი, როცა იგი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100