ჰიტად ქცეული შოუ სეულში – ბალეტი ექსკავატორების მონაწილეობით (ვიდეო)
კორეის ნაციონალური ბალეტის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის კიმ ენ გეოლის მონაწილეობით 2009 წლის ზაფხულში, სეულში, მდინარე ჰანგანის ნაპირზე გრანდიოზული შოუ წარმოადგინეს, რომლის ერთ–ერთი მთავარი მონაწილეები... გიგანტური ექსკავატორები იყვნენ. ზოგადად, ექსკავატორების მონაწილეობით ქორეოგრაფიული ნომრების შესრულება (დუეტით დაწყებული) ბევრი ქორეოგრაფის ახირებაა და ამას ზოგი მართლაც სანახაობრივად აკეთებს, მაგრამ ამ შოუს ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წარმოდგენა მიზნად ისახავდა იმის ჩვენებას, რომ ადამიანსა და გარემოს შორის სრული ჰარმონია უნდა არსებობდეს.
კომენტარი