სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ში უზბეკი ემიგრანტი ჯო ლიბერმანის მკვლელობის მუქარისთვის დააკავეს

აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიურო უზბეკ ემიგრანტს დიმიტრი დიატლოვს, რომელიც 1981 წლიდან ფილადელფიაში ცხოვრობს, სენატორ ჯონ ლიბერმანის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ადანაშაულებს – ამის შესახებ გამოცემა NBCConnecticut.com. იუწყება.

სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დიატლოვმა საკუთარ ბლოგზე დაწერა: „სინამდვილეში, არის ერთი ებრაელი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავხვრიტოთ: ჯო ლიბერმანი“.

გამოცემის თანახმად, დიატლოვის მუქარის შესახებ ხელისუფლებას დიატლოვის კოლეგამ აცნობა მას შემდეგ, რაც ემიგრანტი მუქარიდან რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდა. იგი ერთ–ერთ ფირმაში ინფორმაციის ტექნოლოგიების სპეციალისტად მუშაობდა. ამ დროისთვის დიატლოვი დაკავებულია, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გაათავისუფლებენ მას შემდეგ, რაც სხეულზე ელექტრონული კონტროლის მოწყობილობას დაუმონტაჟებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100