სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვმს და განცხადებას ავრცელებს.
ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა.
საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მსახიობი და რეჟისორია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.
"ბაში აჩუკი", "მამულქი", "ქალის ტვირთი", "სხვისი შვილები", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "გენერალი და ზიზილები", "ზღვის შვილები", "დათა თუთაშხია", ანთიმოზ ივერიელი", "ალადინის ჯადოსნური ლამპარი", "პატარა უფლისწული" – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

მსახიობს 12 მარტს დაკრძალავენ, გამოსვენება 12 მარტს დიდუბის ეკლესიიდან მოხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100