სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისევ სველია ზედაზნის ტაძრის სენაკის კედელი – წმიდა იოანე ლოცავს თავის სამწყსოს!

20 მაისი 13 ასურელი მამის ხსენების დღეა. ყოველ 19 მაისს, შებინდებულზე, საგურამოდან ზედაზნის მთის მიმართულებით მიუყვება ხოლმე მანქანებისა და ფეხოსანთა ქარავანი „ზედაზნობის“ დიდ დღესასწაულში ჩასაბმელად. მართლმორწმუნე ქრისტიანები მამა იოანესაგან მოელიან დალოცვას, ნუგეშისცემასა და მადლის მიღებას.

მამა იოანე ზედაზნელი, რომელიც თავის დროზე, ღვთისმშობლის დავალებით, ფეხშიშველი წამოუძღვა მოწაფეებს ასურეთიდან საქართველოში, ჩვეული სტუმართმოყვარეობითა და სიყვარულით ხვდება მომლოცველებს. ამ სიყვარულის უსიტყვო დადასტურებაა ის ფაქტი, თუ როგორ სველდება „ზედაზნობას“, მწუხრის ლოცვიდან მოკიდებული დილამდე მისი სენაკის ჩრდილოეთი კედელი და თუ როგორ იწყებს დენას „ვითარ ცრემლნი წმიდა წყალი“ – წყლით ივსება მამა იოანეს ჭა.

დღესაც, 2012 წლის 20 მაისს, ზედაზნის ტაძარი ვერ იტევდა მართლმადიდებელ მრევლს. სადღესასწაულო ლიტურგიაზე, რომელსაც უძღვებოდა ტაძრის წინამძღვარი მამა გაბრიელი, სველი იყო მამა იოანეს წმინდა განსასვენებლის მიმდებარე კედელი, რითაც მასპინძელი ატყობინებდა სტუმრებს, რომ იგი თავისი ლოცვით, მეოხმყოფობითა და მფარველობით კვლავ ჩვენთანაა და იფარავს საქართველოს ჩვენი სარწმუნოებისა და თვითმყოფადობის ყველა მტრისა და ავისმდომისაგან!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100