სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: არ ვაღიარებ ამ არჩევნებს

არჩევნები არალეგიტიმურია - სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

"ეს იყო ტოტალური გაყალბება. წაგვართვეს არჩევნების უფლება, ჩატარდა რუსული არჩევნები" - თქვა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა.

მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100