სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის მიმართვა სააკაშვილს

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ინიციატივით მიმართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - დაითხოვოს მთავრობა, პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტს ექნება უფლება პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან არა 6, არამედ სამ თვეში გამოიყენოს ეს უფლება – შეცვალოს მთავრობა, პარლამენტი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები, რაშიც პრემიერი პრეზიდენტს დახმარებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ჰპირდება.

ივანიშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან.

საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის ინიციატივით შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით დღეიდან საპარლამენტო უმრავლესობა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რითაც ისინი დაეხმარებიან პრეზიდენტს მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება და დაითხოვოს პარლამენტი.

საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის შემთხვევაში, კოალიცია ,“ქართული ოცნება“ მზადაა ისევ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მათი მტკიცებით, კოალიცია კვლავ უმრავლესობით გაიმარჯვებს.
საპარლამენტო უმცირესობისთვის გაუგებარია პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა. უმცირესობა ვერც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ხედავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100