სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ურჩხული, რომელიც რუსებმა БТР-70-სგან შექმნეს

ოთხმოცდაათიანი წლების სამშვიდობო ოპერაციების დროს რუსეთის არმიაში არსებობდა ტექნიკა, რომელიც სამშვიდობო დანიშნულებისთვის არ გამოიყენებოდა.

თუ БТР-ების გამოყენება დნესტრისპირეთში გარკვეულწილად გამართლებული იყო, მათი აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოჩენა საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა.

ამჯერად კი მსჯელობენ და კამათობენ იმაზე, თუ რომელი უფრო უკეთესია რუსეთის არმიისთვის: „Тигр“ თუРысь“, ოთხმოცდაათიან წლებში კი რუსეთის არმიას ფინანსები დაჯავშნული „ურალისთვისაც“ კი არ ჰქონდა. სამხრეთ ოსეთში სამშვიდობოებმა БМП-1 გამოიყენეს.

პარალელურად აღნიშნული სამხედრო დანიშნულების ავტომობილები აფხაზეთის ტერიტორიაზეც მოძრაობდნენ. მოგვიანებით კი აფხაზეთში აღნიშნული მოდელი БТР-70-მა ჩაანაცვლა. აფხაზეთში დისლოცირებული საზღვაო ქვეითები БМД-1-ს, БМД-2-სა და БТР-80-ს ფლობდნენ.

თანამედროვე“ ტექნიკა კი ქვეითებს არ ჰყოფნიდათ. სწორედ ამიტომ სამხედროები შურის თვალით შეჰყურებდნენ გაეროს ჯავშანტრანსპორტიორ „მამბას“ და დაჯავშნულ „ურალზე“ ოცნებობდნენ. იმ დროისათის ქვეყანას საკუთარი არმიისთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეეძლო.

აფხაზეთში კი მუდამ დაძაბული სიტუაცია იყო. მუდმივი ჩასაფრებები, შეიარაღებული შეტაკებები და ტერაქტები. რუსეთი კი იმ ფაქტს არავითარ ყურადრებას არ აქცევდა, რომ ტექნიკა დიდხანს ვერ გაუძლებდა მსგავს შეტაკებებსა და დაძაბულ სიტუაციებს.

ამიტომ სამხედრობმა გადაწყვიტეს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. 1999 წლის მარტში აღმოჩენილი იქნა „მონსტრი“, რომელიც БТР-70-ის სახეცვლილ ვარიანტს წარმოადგენდა.

БТР-70-ის კორპუსზე რკინის ყუთი იყო დამაგრებული, რომელიც ჯავშნის როლს ასრულებდა და ალბათ, სამხედრო პირებსაც მეტ თვითდაჯერებულობას სძენდა.

1999 წლისთვის რუსეთის არმიას ორი მსგავსი „მონსტრი“ ჰყავდა, რომლითაც არავითარ მტერს არ ეპუებოდა. „სილამაზისთვის“ კი რკინის ყუთი სხვადასხვა მეტალებით იყო „გაფორმებული“.

სპეციალისტების თქმით კი ჯარისკაცების ფანტაზია უსაფუძვლო იყო, რადგან ამ „მონსტრის“ ეფექტურობა მეტად შეზღუდული გახლდათ. ტერაქტის შემთხვევაში ეს რკინის ყუთი ეკიპაჟს ნამდვილად ვერ იცავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100