გატუზო: ყველა ფეხბურთელს სირცხვილის ორდენები გვეკუთვნის...
მოულოდნელობათა ჩემპიონატი – შეიძლება ასეც ეწოდოს სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მუნდიალს. აბა, როგორი ამბავია, წინა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც და ვერცხლის პრიზიორიც უკვე სახლში არიან. დიახ, ასეთი წარუმატებელი გამოდგა იტალია-საფრანგეთისთვის ეს ჩემპიონატი...
ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა, რატომ დაემართათ ამ ტრადიციულ საფეხბურთო ქვეყნებს ასეთი ფიასკო. სპეციალისტების აზრით, ეს უფრო არასაფეხბურთო ამბების ბრალი იყო.
მაგალითად, საფრანგეთის ნაკრები დაჯგუფებებმა დაღუპა. ისეც კი მოხდა, რომ შუა ჩემპიონატისას ფეხბურთელებმა ჯერ მთავარ მწვრთნელ რაიმონ დომენეკს მოუწყვეს ბუნტი, მერე ფიზმომზადების მწვრთნელს გაექაჩნენ, ვარჯიშზე გასვლაც კი იუარეს და ამ აბდაუბდის შემდეგ, აბა, რომელ წარმატებაზე შეიძლება ლაპარაკი?!
რაც შეეხება იტალიას: ექსპერტები ამ გუნდის თავკაც მარჩელო ლიპის არასწორ საკადრო პოლიტიკაზე ედავებიან. ამბობენ, რომ ლიპიმ რამდენიმე ვეტერანი დაუმსახურებლად შეიყვანა ნაკრებში და მათ გამო უკეთეს ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დატოვა შინ.
იტალიელთა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ კი კონკრეტული დამნაშავის დასახელებისგან თავი შეიკავა და მოკლედ მოჭრა: ყველა ფეხბურთელს სირცხვილის ორდენები გვეკუთვნისო...
ასეა თუ ისე, სამხრეთ აფრიკაში დიდი ფეხბურთი გრძელდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დიდ ფხბურთს მხოლოდ დიდი გუნდები თამაშობენ. აგერ, საფრანგეთი-იტალიაც ხომ შედარებით მოკრძალებულმა მექსიკამ, პარაგვაიმ და სლოვაკეთმა დაჩრდილეს,… ანუ თამაში „პატარებსაც“ მშვენივრად შეუძლიათ.…
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ სხვა რამდენიმე სენსაციაც მზადდებოდა: საფრანგეთ-იტალიასთან შეამხანაგებასთან ახლოს იყვნენ გერმანია, ინგლისი და ესპანეთი, მაგრამ ამ გუნდებმა მობილიზება და ძალების მოკრება მოახერხეს და წინსვლაც გააგრძელეს.
ყველაზე საინტერესო კი ახლა იწყება: პლეი-ოფები, ანუ უკვე ერთი ფეხის წაფორხილებაც კი, შესაძლოა, გამოუსწორებელი გამოდგეს. ეს ის ეტაპია, სადაც წაგების უფლება არ გაქვს!
მოკლედ, ახლა იმის დროა, რომ პლეი-ოფებშიც ვუქომაგოთ ჩვენს ფავორიტ გუნდებს და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის წინ თბილისი ისევ არ აჭრელდება სხვადასხვა ქვეყნების დროშებით მოფრიალე ახალგაზრდებისგან და ყველას ერთადერთი საქომაგო და სანერვიულო გვექნება – საქართველოს ეროვნული ნაკრები.

კომენტარი