სასიყვარულო ურთიერთობა წყლის ქვეშ და ექსტრემალურად გადაღებული ახალი კლიპი - ბექა ბროლაძე ეროტიკული ვიდეო-რგოლით ბრუნდება
სასიყვარულო ურთიერთობა
წყლის ქვეშ
და ექსტრემალურად
გადაღებული ახალი,
ეროტიკული ვიდეო-კლიპი - მალე ბექა ბროლაძე თაყვანისმცემლების
წინაშე ახალი კლიპით წარსდგება.
სიმღერა, რომელზეც
მომღერალმა კლიპი
გადაიღო სიყვარულზეა. მისი
ტექსტის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია. არანჟირება აჩი ვანიშვილს ეკუთვნის, მასტერინგი კი კობა მესხიას.
„ეს გახლავთ მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ძვალის (აჩი ვანიშვილის) ერთობლივი ნამუშევარი „მზის სხივამდე“- ამბობს დრონი.ჯი-სთან საუბარში მომღერალი.
კლიპის რეჟისორი თათა მეტივიშვილი, ხოლო
ოპერატორი – სალომე საღარაძეა.
ვიდეო-რგოლში ბექას პარტნიორი, მოდელი და მსახიობი ულამაზესი მარიამ მჭედლიშვილია.
ბექა ბროლაძის თქმით, მას ამ კლიპით რაღაც განსხვავებულის გაკეთება სურდა.
„პირველი
კლიპი იქნება,
რომელიც წყლის
ქვეშ გადაიღეს.
სტეფანეს აქვს
ერთი კლიპი
სააბაზანოში, მაგრამ
წყალქვეშ არა.
ძალიან ექსტრემალურ
სიტუაციებში მოგვიწია
მუშაობა, ოპერატორს
განსაკუთრებით, იმიტომ
რომ სულ
წყალში იყო
კამერით მთელი
დღე. კადრებს წყლის ქვეშ ვიღებდით,
ტექნიკურად ამის გაკეთება საკმაოდ რთულია,
თუმცა საინტერესო იყო გადაღების პროცესი. ვფიქრობ
კლიპი ძალიან
კარგი გამოვიდა.
დიდი მადლობა
მთელ შემოქმედებით
გუნდს“- ამბობს ბექა ბროლაძე
ჩვენთან საუბარში.
ახალი კლიპის – „მზის სხივამდე“ პრემიერა 2 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარი