ვახტანგ გომელაური: "ხორციელდება ზარები ამა თუ იმ მუქარით"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ხორციელდება ზარები ამა თუ იმ მუქარით.
როგორც გომელაურმა სპეცოპერაციის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, ყველა შემოსული შეტყობინება და განხორციელებული ზარი იქნება მიბმული გამოძიებაზე და სერიოზულად შესწავლილი.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ იცოდა თუ არა გომელაურმა სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის შესახებ, რომელშიც მომხმარებელი წერდა, რომ ”მომხდარის გამო მოკლული ძმებისთვის საქართველო ათასი თავით გადაიხდის”.
”რა თქმა უნდა ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ ”ფეისბუქზე” განხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და მივუდგებით სერიოზულად. ყველა შემოსულ ზარს და sms-სს”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ფეიჯზე გავრცელებული გარდაცვლილის ფოტოზე კომენტარებში საქართველოს მიმართ მუქარის შემცველი ტექტსი ღიად დაწერა უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც მალევე გააუქმა საკუთარი პროფილი.
კომენტარი