სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მეფე რუპერტის“ დამხობა

მოვლენები მედიამაგნატის, რუპერტ მერდოკისა და მისი News Corporation–ის გარშემო, ყველასთვის ნაცნობი სცენარით ვითარდება. „მეფე რუპერტის“ ერთგული ქვეშევრდომები, უეცრად ყველაზე საშიშ მტრებად იქცნენ.

2003 წლის 9 აპრილს, ბაღდადის მცხოვრებლებმა, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ქალაქიდან სადამ ჰუსეინი გაიქცა, დიქტატორის ის სურათი დაწვეს, რომელზეც ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, ჰუსეინისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა დაიფიცეს.ახლაც რაღაც მსგავსი ხდება. სადამ ჰუსეინის როლი რუპერტ მერდოკმა მოირგო, ბაღდადის მოსახლეობა კი პოლიტიკოსები, პოლიციელები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები არიან. ასეთი ვითარებაა დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე დიდი ხანია დაიწყო ყველა იმ ადამიანზე „ნადირობა“, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ მერდოკთან.

პრესისა და საზოგადო აზრის წნეხის შედეგად, ლონდონის პოლიციის უფროსმა, პოლ სტივენსონმა და ანტიტერორისტული მოქმედების უფროსის მოადგილემ, ჯონ იეიტმა, თანამდებობები დატოვეს. თავად მერდოკს კი, News International–ის გენდირექტორთან, რებეკა ბრუკსთან განშორება მოუწია. ძლევამოსილი მედიამაგნატი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაზე დიდი გავლენა ჰქონდა, გადაიქცა ადამიანად, რომელიც იძულებულია ბოდიში მოიხადოს და თავი იმართლოს იმათ წინაშე, ვინც მას ბრალს სდებს.

ადამიანებმა, რომლთათვისაც მერდოკთან მუშაობა დიდი პატივი იყო, ახლა მას ომი გამოუცხადეს და როგორც ჩანს, არ დამშვიდდებიან მანამდე, სანამ „მეფე რუპერტს“ მისივე შექმნილ იმპერიას არ გაუნადგურებენ. საქმის სერიოზულ ვითარებას ისიც გვამცნობს, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა საზაფხულო დასვენებაზე უარი თქვა, რათა დებატები გაემართა, რომლის მთავარი თემაც News Corporation–ია.

დებატებში საკმაოდ დიდი დრო, პრემიერ–მინისტრ დევიდ კემერონსა და მის მიმართვას დაეთმო, იმ ადამიანის გამოსვლას, რომლის კარიერაშიც დიდი წვლილი მიუძღვის რუპერტ მერდოკსა და News Corporation–ს. ლეიბორისტები კი ალაპარაკდნენ, News International –ის აუცილებელ აღდგენაზე, რომელიც მერდოკისეული მედიაიმპერიის ბრიტანული დანაყოფია.

ამასთანავე, ჯონ იეიტსმა, პარლამენტის კომიტეტში გამოსვლისას, News Corporation–ის ტოპ–მენეჯერებს, მისი მაგალითისთვის მიბაძვა და თანამდებობის დატოვება ურჩია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იეიტსი მერდოკის ვაჟს, ჯეიმს მერდოკს ან სულაც, თავად „მეფე რუპერტს“ გულისხმობდა.

ახალი მტრები, ანუ ყოფილი მეგობრები, მერდოკს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოუჩნდნენ. News Corporation–ის ამერიკის შეერთებული შტატების დანაყოფი მზად არის, მერდოკის წინააღმდეგ სარჩელი შიტანოს იმის გამო, რომ მისმა უმოქმედობამ და ჩაურევლობამ იმპერია დამხობის ზღვარზე მიიყვანა. ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის ხელისუფლება, არ გამორიცხავს, მერდოკის გამომცემლობებზე გამოძიების ჩატარებას. რადგან, თუ ჟურნალისტები მერდოკისთვის მუშაობდნენ, არღვევდნენ ბრიტანეთის კანონებს, მაშინ არც მათ კოლეგებს შეუშლიდა ხელს არაფერი, აშშ–სა და ავსტრალიის კანონების დარღვევაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100