სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ნაკრების რეიტინგი გაუმჯობესდა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრებმა ერთი საფეხურით წინ წაიწია და ახლა 56-ე ადგილზეა.

"ჯვაროსნებს" 530 ქულა აქვთ და მაისის რეიტინგთან შედარებით, ევროპის ორ - ლიტვისა და ალბანეთის ნაკრებებს გაუსწრეს. სამაგიეროდ ისინი პანამას ჩამორჩნენ, რომელმაც კონკაკაფის თასის ნახევარფინალში გააღწია და მთელი 15 საფეხურით აინაცვლა.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრისას ევროპის ზონაში მეოთხე კალათში იქნება.

კენჭისყრა 30 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. კალათები 27 ივლისის რეიტინგის მიხედვით განაწილდება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროპული ნაკრებები მომდევნო თვეშიც იმ განლაგებით იქნებიან სიაში, როგორც ახლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100