სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მამა

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი წლის და სამი თვის ბავშვის მამა უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

როგორც ახალგაზრდა კაცი ყვება, კორპუსის ჩამონგრევისას, ბავშვთან ერთად ავტომობილში თავადაც იმყოფებოდა.

"მეც ვიყავი მანქანაში. ბავშვს ფეხი აქვს ნატკენი, დიდი მადლობა ხალხს, რომ გვერდით დამიდგნენ. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვი იყო მანქანაში. აფეთქება არ იყო, პირველ სართულზე ანგრევდნენ სახლს,"- ამბობს ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის მამა.

ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100