სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის ღარიბაშვილის ახალი თანაშემწე სოფო ჯაფარიძე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი თანაშემწე ჰყავს.

სოფო ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე წარადგინა.
პრემიერის ახალი თანაშემწე პროფესიით სამართალმცოდნე, გაერთიანებული სამეფოს ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრია.

სოფო ჯაფარიძე დღემდე იყო ევროკავშირის პროექტის მენეჯერი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; ევროკავშირის სამართლებრივი ექსპერტი, აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100