სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთმა მოდულური ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი შექმნა

ჩინურმა კორპორაცია CPMIEC–მა შექმნა ახალი, მოდულური ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი და ექსპორტზეც გამოიტანა. კომპლექსი, რომელსაც სამიზნის განადგურება სავარაუდოდ 400 კილომეტრზე შეუძლია, წარმოადგენს ორი ტიპის გამშვებ დანადგარს, სხვადასხვა კალიბრის რაკეტებით, ერთ მობილურ შასზე.

როგორც ცნობილი გახდა, ჩინელების ახალი ქმნილება ორი კომპლექსის SY-400 и BP-12A შეერთებით შეიქმნა. ერთ მობილურ პლატფორმაზე WS 2400, განთავსებულია ორი ვერტიკალური დანადგარი, თითოეული 4 რაკეტით. პირველი 400 მმ–იან კალიბრის რაკეტებს ისვრის, ხოლო მეორე – 600 მმ–იანს. ორივე კომპლექსის აღჭურვა შეიძლება როგორც ფუგასური, ასევე კასეტური საბრძოლო მასალით. საბრძოლო მასალის წონა მთლიანობაში 200–300 კგ–ს შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100