სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო გოგუაძე: ჯარისკაცების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა არის ქვეყნის ინტერესებზე თავდასხმა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, სამხედროები და თითოეული ჯარისკაცი არის სახე ქვეყნის უსაფრთხოების და მათი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა არის ქვეყნის ინტერესებზე თავდასხმა.

ძალიან არაკომპეტენტურ და ცრუ განცხადებებს ვისმენთ ამ საქმეზე, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაზიანება შეუძლია. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ ამ საქმეზე მოკვლევა 2008 წელს დაიწყო. წლების მანძლზე, წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოსთან და დღეს, ოპონენტები ისე წარმოაჩენენ, თითქოს ახლა გაიგეს რა პრინციპით მუშაობს სასამართლო და როგორ იძიებს საქმეებს.

მინდა მათ ვუთხრა, რომ სასამართლო ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც 2010 წელს, როდესაც მათი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი სტუმრობდა ჰააგის სასამართლოს და მადლობებს იხდიდა საქმის გამოძიებისთვის. ჰააგის სასამართლო იძიებს პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხებს და არა კონკრეტული ქვეყნის. ამაში ვერავინ ვერ ჩაერევა, რადგან ესარის სასამართლოს მუშაობის პრინციპი.

ჩვენი მთელი ძალისხმევა იმაზეა მიმართული, რომ ყველა დანაშაული,რომელიც აგვისტოს ომის დროს იქნა ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, ეთნიკური წმენდის პროცესი, ქართველი სამხედროების წამების, მკვლელობის, არადამიანური მოპყრობის ფაქტები, იქნას გამოძიებული და ამაში დამნაშავე ყველა პირი განსასჯელის სკამზე მოხვდეს. იუსტიციის სამინისტრომ ამის დასადასტურებლად ათასობით მტკიცებულება წარადგინა ჰააგის სასამართოში და დღესაც მუდმივად თანამშრომლობს გამოძიებასთან. დღეს ამ თემის ასე უადგილოდ წამოწევა და ჩვენი ჯარისკაცების ირგვლის ამ ტყუილზე დამყარებული პოლიტიკური კამპნაიის გაჩაღება, ჩვენი ოპონენტების გულგრილ გამოკიდებულებას ადასტურებს სახელმწიფო ინტერესების მიმართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100