"მექალთანის" კურსები ქართველი მამაკაცებისთვის 60 ლარად - იდეის ავტორის კომენტარი "დრონი.ჯი"-ს
„დასძლიე გოგოებთან გამოლაპარაკების მღელვარება, რადილაურად გაიუმჯობესე სასიყვარულო ცხოვრება და გაუხსენი კარი უსაზღვრო შესაძლებლობებს“ - გაგიკვირდებათ მაგრამ ეს საქართველოში სულ ახლახანს გაკეთებული „მექალთანის კურსების“ სლოგანია.
თბილისში ქალების "შებმის" კურსები იხსნება, სადაც სასწავლო ღირებულება 60 ლარს შეადგენს. სოციალურ ქსელში ამ საკითხს არასერიოზულად განიხილავენ, თუმცა ამ წამოწყების იდეის ავტორმა შალვა კაციაშვილმა სპეციალური საიტიც შექმნა, სადაც მოკლე კურსის ღირებულება, პროგრამა, მიზეზები და მიზნებია ჩამოთვლილი.
დრონი.ჯი შალვას, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა. ჩვენ გვსურდა გაგვეგო, რამდენად სჯეროდა მას კურსის წარმატების, რა გამოცდილება ჰქონდა ქალებთან ურთიერთობაში და როგორ ასწავლიდა მამაკაცებს საპირისპირო სქესის გულის მონადირებას, თუმცა შალვამ უარი ერთი მარტივი მიზეზის გამო განაცხადა - მას არ სურს გაპიარდეს აღნიშნული სწავლების მეთოდების არსებობსის შესახებ, რათა გოგონებმა არ გაიგონ თუ როგორ აპირებენ მამაკაცები მათ "შებმას".
„არ მინდა გოგოებმა ამის შესახებ გაიგონ, ამიტომ არ მინდა რომ დაიწეროს“- ამ მოკლე ომენტარით შემოიფარგლა დრონი.ჯი-სთან საუბარში იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი.
იხ მექალთანის კურსებისთვის გაკეთებული საიტი
კომენტარი