19 დაღუპული მეცნიერი და „ტუტანხამონის მარადიული წყევლა“
ის მეტად უმნიშვნელო ფარაონი იყო და სულ რაღაც 18 წლისა გარდაიცვალა. ტუტანხამონი, როგორც ცნობილია დაკრძალული იყო ზღაპრული სიმდიდრით, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მისი მუმია აღმოაჩინა ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს მეფეთა ველზე. ამ ექსპედიციის ფუძემდებლები და დამფინანსებლები იყვნენ ლორდი კარნარვონი და მისი მეუღლე ლედი კარნარვონი.
ძნელი დასადგენია, როდის და როგორ წარმოშვა ლეგენდა ფარაონის შეჩვენებაზე ან იმ სრულიად დაუსაბუთებელ ცნობაზე, რომ თითქოს სამარხებში ნაპოვნ სამი-ოთხი ათასი წლის წინანდელ ძვველეგვიპტურ ხორბლის მარცვლებს აღმოცენების უნარი არ დაუკარგავთო.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლეგენდას “ფარაონის შეჩვენებაზე”დასაბამი მისცა, ლორდ კარნარვონის ნაადრევმა სიკვდილმა. კარნარვონს უკბინა მოსკიტმა. სამი კვირის წვალების შემდეგ 1923 წლის 6 აპრილს კარნარვონი გარდაიცვალა და ატყდა მითქმა-მოთქმა ღვთის მგმობი აუცილებლად ისჯებაო.
მალე გაზეთში დაიბეჭდა წერილი “ფარაონის შურისძიება”, რომელშიც დასახელებული იყო “ტუტანხამონის შეჩვენების” ახალი მსხვერპლი. შემდეგ მოყვა ცნობები მესამე, მეშვიდე, მეცხრამეტე მსხვერპლზე. ამ უკანასკნელზე ცნობა გადასცეს ტელეგრაფით ლონდონიდან 1930 წლის 21 თებერვალს:
“დღეს სასიკვდილოდ დაიმტვრა ლორდი ვესტბიური, რომელიც გადახტა თავისი ბინის ფანჯრიდან. ლორდ ვესტბიურის ვაჟი თავის დროზე არქეოლოგ კარტერის მდივანი იყო და მონაწილეობდა ტუტანხამონის აკლდამის გათხრებში. დილით მკვდარი იპოვნეს საკუთარ ლოგინში, თუმცა წინა დღით თავს საკმაოდ ჯანმრთელად გრძნობდა და არაფერს უჩიოდა.
“მთელი ინგლისი შიშითაა მოცული”_წერდა ერთ-ერთი გაზეთი. მას შემდეგ რაც გარდაიცვალა არჩიბალდ დუგლას რეიდი, რომელსაც მუმიისთვის რედგენის გადაღება დაუპირებია. ფარაონის 21-ე მსხვერპლი ეგვიპტოლოგი არტურ ვეიგალი ციების უნცობი სახეობით გარდაიცვალა. შემდეგ გამოვიდა ცნობა ა.კ მეისის გარდაცვალების შესახებ. მეისმა კარტერთან ერთად გახსნა სამარხი კამერა.
შემდეგ სულიერი დეპრესიის დროს თავი მოიკლა ლორდი კარნარვონის ნახევარძმამ ობრი ჰერბერტმა. და ბოლოს ეს კი მართლა თავზარდამცემი ცნობა იყო-რომელიღაც მწერის ნაკბენისგან 1929 წელს გარდაიცვალა ლედი კარნარვონი. 1930 წლისათვის გათხრების უშუალო მონაწილეთაგან ცოცხალი დარჩა მხოლოდ ჰოვარდ კარტერი.
კომენტარი