უცხოელი ტურისტები სტეფანწმინდასთან ხევში გადაიჩეხნენ
დაახლოებით საღამოს 22.00 საათზე შემზარავი ტრაგედია დატრიალდა სტეფანწმინდასთან ახლოს, სადაც “ვაზ 2107” მარკის ავტომანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მძღოლის არასათანადო გამოცდილება გახდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი რუსი ეროვნების, ხოლო მესამე - სომეხი იყვნენ. მგზავრები სტეფანწმინდიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიდიოდნენ. ამ დროისათვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ხევიდან მანქანის ამოტანის მიზნით შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
კომენტარი