სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა.

„დღეის მდგომარეობით არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, რა განუცხადა მან გამოძიებას, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ ისევ და ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განმარტა პროკურორმა.

თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გ.ბ 2017 წლის 2 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება 2017 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. არასრულწლოვან გ.ჯ.-ს მიმართ იმავე კვალიფიკაციით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100