სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკლულია ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ ორი პირი - სამივე მანქანაში ჩაცხრილეს

გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ცოტა ხნის წინ მომხდარი მკვლელობის დროს, კიდევ ორი პირი დაიჭრა.

ორივე მათგანი თელავის კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდებათ.

ამ ეტაპზე უცნობია რა გარემოებებში მოხდა მათი დაჭრა და როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადგილობრივთა თქმით, სროლის ხმა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, თუმცა ის დასახლებულ პუნქტში არ იყო.

ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მოკლულთაგან ერთ-ერთი, ოლიმპიური ჩემპიონის და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა. ამ დროისთვის, ოლიმპიური ჩემპიონი გამოკითხვაზე იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100