პროექტ ERTAD.GE - ს ფარგლებში ლაშქრობის მოყვარულთათვის პროექტი ხორციელდება
დაარსებიდან დღემდე სოციალური პროექტი ERTAD.GE აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ამ ეტაპზე გთავაზობთ ინტერვიუს გასული წლის აპრილის კონკურსის გამარჯვებულ პროექტ „ვიდეო ლექციები სალაშქრო თემაზე“ ავტორ გიორგი ნაზღაიძესთან, რომელიც ძალიან საჭირო ინიციატივის შესახებ თავად ისაუბრებს.
გიორგი, თუ შეიძლება გაგვეცანით და ორიოდ სიტყვით თქვენი ორგანიზაციის შესახებმოგვიყევით? რა მიმართულებებზე მუშაობთ?
მე ვარ “საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის” წევრი 2008 წლიდან, ანუ დაარსებიდან მოყოლებული. ჩვენი ჯგუფის მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, რის მიღწევასაც ლაშქრობების და სხვა აქტიური საველე გასვლების საშუალებით ვცდილობთ. ყოველწლიურად ტარდება უფასო სასწავლო კურსები სადაც მსურველებს, მოხალისეებს შეუძლიათ მიიღონ ისეთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა როგორიცაა: რუკის კითხვა, პირველი დახმარების საწყისები, თვითგადარჩენა, გადაადგილება-ლაშქრობა რთულ რელიეფზე და მრავალი სხვა. გარდა სასწავლო კურსებისა რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა ხანგრძლივობის და სირთულის ლაშქრობები, სამთო გასვლები და დასუფთავების აქციები.
თქვენი პროექტი: „ვიდეო ლექციები სალაშქრო თემაზე“ სოციალურ პროექტERTAD.GE-საპრილის გამარჯვებული გახდა. მოგვიყევით, რა სახის აქტივობებს მოიცავს, რა გაკეთდადღემდე და რას გეგმავთ მომავალში?
ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში ყოველწლიურად საშუალოდ 50 მოხალისეს ვასწავლით საველე უნარჩვევებსა და სათანადო ცოდნას, არადა, ვთვლით რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო მასებისათვის. ამ მიზნის მიღწევის გზად სწორედ Youtube არხის შექმნა, (იხილეთ ბმული:https://www.youtube.com/channel/UCiEwUz0msK9ijRJVEsttl6Q/videos) ქართულ ენაზე ხარისხიანი და ინფორმატიული ვიდეოების გადაღება და შემდგომი გავრცელება დავისახეთ. პროექტი წარმატებით დაიწყო, უკვე გადაღებულია 10-ზე მეტი სასწავლო ვიდეო რომელსაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტმა პროექტში მონაწილე ჯგუფს მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა, რაც იმის გარანტია, რომ მსგავსი ვიდეოების გადაღება გაგრძელდება რამდენიმე წელი, სანამ ლაშქრობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ვაკუუმი არ ამოივსება სათანადოდ. ERTAD.GE-ს მიერ გამოყოფილი გრანტით შევიძინეთ ის აუცილებელი ნივთები, რომელიც საჭიროა ხარისხიანი ვიდეოს შესაქმნელად: შტატივები, „სლაიდერი“, ხმის ჩამწერი უკაბელო სისტემა - „ლავალიერი“ და სხვა აქსესუარები.
რა სახის გამოწვევებთან გაქვთ საქმე ვიდეოების გადაღებისას და რა არის თქვენი მიზანი,რისი ჩვენება გსურთ საზოგადოებისთვის?
სასწავლო ვიდეოს შექმნის პროცესში ყველაზე მეტი დრო სათანადო და ხარისხიან მონტაჟს მიაქვს, ასევე აუცილებელია მაყურებელს გავუზიაროთ რეალური გამოცდილება და არა ინტერნეტში წაკითხული მშრალი ინფორმაცია, რაც თავისთავად მოითხოვს, რომ ყოველი შაბათი-კვირა გავატაროთ ველზე, ტყე-ღრეში ახალახალი ცოდნისა და უნარების მისაღებად. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებამ ლაშქრობას შეხედოს, როგორც ძალიან სასიამოვნო და სერიოზულ აქტივობას, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, რათა იმოგზაუროს უსაფრთხოდ ლამაზ, როგორც მარტივ, ასევე რთულ მარშუტებზე.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ორგანიზაციაში საინტერესო ცვლილებებს გეგმავთ. თუშეიძლება, მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ?
ორგანიზაცია ძალიან სტაბილურია, რაც იმას გულისხმობს რომ ყოველგვარი შეფერხების და გამოტოვების გარეშე 2008 წლიდან მოყოლებული გაზაფხულზე ტარდება სასწავლო კურსი მოხალისეთათვის. ამ პროექტით პრეზიდენტის ფონდიც დაინტერესდა და გარკვეული მხარდაჭერაც აღმოგვიჩინა სათანადო აღჭურვილობის შესაძენად. ერთ-ერთი ცვლილება რაც ამ პროექტს ეხება, არის ცალკე არხის გაკეთებაwww.youtube.com-ზე, რაც საშუალებას მოგვცემს მხოლოდ სალაშქრო თემაზე მომუშავე ვიდეოარხის ბრენდი ჩამოვაყალიბოთ.
რაში დაგეხმარათ პროექტი ERTAD.GE და რამდენად ურჩევთ სხვადასხვა იდეის მქონეადამიანებს / ორგანიზაციებს ჩვენთან თანამშრომლობას?
ERTAD.GE-ს კონკურსი ჩემს 2016 წლის მომხდარ მოვლენებს შრის დადებით ადგილს დაიკავებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა პროცესი: უნდა მისწერო მეგობრებს, დააორგანიზო ჯგუფები, მოწინააღდეგეებს გადაუსწრო ხმებით, დიდია აზარტი, შეჯიბრი, ადრენალი და ბოლოს გამარჯვება - ნამდვილად სასიამოვნო მოგონებაა.
გარდა უშუალოდ ამ შეგრძნებებისა, მიუხედავად იმისა, რომ 2500 ლარი დიდი თანხა არაა, ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში ბევრი მნიშნველოვანი ნივთის შეძენა შეიძლება, რომელიც აუცილებელია წარმატებული პროექტისათვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე მე თამამად შემიძლია ვურჩიო სხვა იდეის ავტორებს - სცადეთ!
კომენტარი