ვანდალიზმი ვარკეთილის სასაფლაოზე
ვარკეთილის სასაფლაოზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა 16 საფლავი დააზიანეს.
24 აპრილს, გამთენიისას ტერიტორიაზე მისულ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოსაპირკეთებელი ფილები გადმოყრილი და დამსხვრეული დახვდათ.
მომხდარის შესახებ ადმინისტრაციამ საპატრულო პოლიციას მაშინვე აცნობა. ადგილზე იმუშავეს კრიმინალისტებმაც. დაზიანებულ საფლავებს შორის 13 ქართულ-სომხურია, 3 კი ებრაული.
კომენტარი