სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი ქუთაისის სასამართლოსთვის თბილისში ერთი ოთახის გამოყოფას ითხოვს

ქუთაისის სასამართლოში სიარული მიჭირს და ვითხოვ, რომ ქუთაისის სასამართლოს ერთი ოთახი იჯარით გადაეცეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
"ნარმანია და ალასანიას თანაპარტიელი აბაშიძე მხარს უჭერენ ტყემალაძის ინიციატივას. მე მიჭირს ქუთაისის სასამართლოში სიარული. იმედია, გაითვალისწინებს სასამართლო და ერთ, თუნდაც პატარა ოთახს იჯარით გასცემს დროებით მაინც. თუ პარლამენტის შენობის გაცემა შეიძლება იჯარით, არც ერთი ოთახი უნდა იყოს პრობლემა",- განაცხადა მერაბიშვილმა.
მოსამართელემ ეს შუამდგომლობა არასერიოზულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მერაბიშვილი. "თქვენ ჩათვალეთ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა არასერიოზულია, ამაში გეთანხმებით", - მიმართა მერაბიშვილმა მისამართლე ხათუნა ხარჩილავას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100