თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ფინალური გათამაშება 15 იანვარს გაიმართება
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის, მესამე, ფინალური გათამაშება 15 იანვარს, 20:00 საათზე თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში, ჭავჭავაძის #11-ში შედგება.
გათამაშების ბოლო ეტაპზე სუპერ პრიზის - გუდაურში ბინის მფლობელი და ის 10 იღბლიანი მომხმარებელი გამოვლინდება, რომლებიც 1 000 ლარიანი ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან.
გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ ფილიალს და თავად დაესწრონ გათამაშების პროცესს.
ფინალურ გათამაშებაში მონაწილეობას ის მომხმარებელი იღებენ, რომლებმაც 2015 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკით სხვადასხვა ოპერაციაგანახორციელეს. თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისას მომხარებლები ქულებს აგროვებდნენ, ხუთ დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს იღებდნენ.
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ფინალური გათამაშების გამარჯვებულების სია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
კომენტარი