ბინ ლადენის დღიური
დღიური ბინ ლადენის გეგმების და ჩატარებული აქციების შესახებ შესახებ ჩანაწერებს შეიცავს, რაც ფასდაუდებელი წყაროა დაზვერვისათვის.
“ალ ქაიდას” მეთაურის უსამა ბინ ლადენის პირადი დღიური ამერიკელმა სამხედროებმა ტერორისტის განადგურების სპეცოპრაციის დროს მოიპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა.
მისი თქმით, დღიური ბინ ლადენის გეგმების და ჩატარებული აქციების შესახებ ჩანაწერებს შეიცავს, რაც ფასდაუდებელი წყაროა დაზვერვისათვის.
მცირე ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ოპერაციის შემდეგ სამხედროებმა ტერორისტის და მისი გარემოცვის კომპიუტერები და ფლეშ-დისკები მოიპოვეს, რაც სპეცსამსახურებისათვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავდა. რაიმე ხელნაწერზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, უამრავი მოწმე ირწმუნებოდა, რომ ბინ ლადენი დღიურს წერდა. ეს ინფორმაცია ახლა დადასტურდა.
ამ დროისათვის მოპოვებულია ასევე კომპიუტერები, დისკები, ფლეშკარტები, მობილური ტელეფონები, ქაღალდები, ვიდეოები, რომელიც ფეესბეს ლაბორატორიებში, ვირჯინიის შტატის ბაზა კუინტიკოში გადის ანალიზს.
ჟურნალისტებს, მცირე ხნის წინ, ნომერ პირველი ტერორისტის საოჯახო არქივის ვიდეოჩანაწერები გააცნეს. როგორც ცნობილია, უსამა ბინ ლადენი 2 მაისს ღამით იქნა მოკლული ისლამაბადის გარეუბანში მდებარე ბუნკერში, სადაც ის დიდი ხანია იმალებოდა. ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების მიერ იქნა ჩატარებული.
კომენტარი