ებრალიძე და ნოღაიდელი აფხაზეთში საერთო ბიზნესს იწყებენ
რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას. ეს ერთი უბედურებაა, მეორე ის გახლავთ, რომ ამ საქმეში რუსებს ქართველები ეხმარებიან.
მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის, ელენე ბატურინას სამშენებლო კომპანია აფხაზეთში დიდი ბიზნესის დაწყებას აპირებს. მოსკოვის მერიამ უკვე გამოუყო სახელმწიფო კრედიტი „ინტეკოს“ და სუფსიდირებასაც ჰპირდება, თუ სახელმწიფო დაკვეთებს ხარისხიანად და პირნათლად შეასრულებს. „ინტეკოს“ წარმომადგენლები უკვე იყვნენ აფხაზეთში და შეხვდნენ სერგეი ბაღაფშს. უკვე დაიგეგმა აფხაზეთის, კერძოდ, სოხუმისა და გაგრის სანაპიროებზე სასტუმროებისა და გასართობი კომპლექსის მშენებლობა, ასევე, კრემლის მაღალჩინოსანთათვის სპეცკომპლექსის მშენებლობა გაგრაში.

ამ ძვირადღირებული კომპლექსების მშენებლობა გაისად დაიწყება და 2014 წელს უნდა დასრულდეს. საინტერესო ის არის, რომ „ინტეკოს“ თანადამფუძნებელი, აჭარის ყოფილი ლიდერი, ასლან აბაშიძეა, იგი სამშენებლო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია, ცხადია, გადაწყვეტილებების მიღებაშიც მონაწილეობს.
აბაშიძე არ ყოფილა აფხაზეთში, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე კომპანია ვერ დაიწყებდა მუშაობას აფხაზეთში, ვერ გააფორმებდა ბაღაფშის ე.წ. მთავრობასთან ხელშეკრულებას. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ, აბაშიძე რუსეთს ხელს უწყობს აფხაზეთის ანექსიაში და ოთხი წლის მერე, აფხაზური ბიზნესიდან „ინტეკოს“ მოგებას ისიც იწილადებს. არადა, თავის დროზე, ეს კაცი იყო პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ახლა კითხულობენ: რატომ ვერ მოაგვარა აფხაზეთის კონფლიქტი შევარდნაძემ, რა უშლიდა ხელსო.
ახლა აფხაზეთის ანექსიის მეორე ჯგუფის შესახებ. აფხაზეთში იმყოფებოდა „ქართველთა მსოფლიო კონგრესის“ თავმჯდომარე, კრემლის გოშია ალექსანდრე ებრალიძე. ის შეხვდა სერგეი ბაღაფშს და თემა იგივე იყო - საკურორტო ბიზნესის დაწყება აფხაზეთში. ცხადია, ბიზნესმენი ებრალიძე საკუთარი სურვილით აფხაზეთში ფულს არ ჩადებდა.
საამისოდ ჭკვიანია. მაგრამ, როცა ეს ფული კრემლის და მისი სპეცსამსახურების ხელშეწყობით გაქვს ნაშოვნი, მაშინ ამ ფულის ნაწილის დახარჯვასაც კრემლი გკარნახობს, ზოგჯერ - ბოლო კაპიკებამდე და გაკოტრებამდეც. მოკლედ, ებრალიძე აგრძელებს კრემლის თამაშს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, მეტიც, ეს არის საქართველოს ღალატი, თუ ებრალიძე თავს ქართველად და საქართველოს, სამშობლოდ მიიჩნევს.
ებრალიძე სოხუმის სანაპირო ზოლის ნაწილს აითვისებს, იქ გამართავს კაფე-ბარებს. სოხუმის ცენტრში გახსნის გასართობ ცენტრს სასტუმროთი და კაზინოებით, რომელიც ფულის გათეთრების საუცხოო საშუალება იქნება რუსი ოლიგარქებისთვის. ამ სამუშაოებს ებრალიძის კომპანია „ლიოტონი“ შეასრულებს, რომელიც დღემდე სანკტ-პეტერბურგის ძველი, ისტორიული შენობების რესტავრირებით იყო დაკავებული.
კულუარული ინფორმაციით, ებრალიძე, ლუჟკოვისა არ იყოს, მარტო არ იქნება უქართველოდ. ებრალიძეს პარტნიორი ზურაბ ნოღიადელი იქნება. ჯერ უცნობია, თუ რა თანხა გაიმეტა ნოღაიდელმა აფხაზური ბიზნესისთვის, მაგრამ, წყაროს ინფორმაციით, მისმა წარმომადგენელმა რუსეთში უკვე დააფუძნა სამშენებლო კომპანია.
სწორედ ეს კომპანია გაუწევს პარტნიორობას „ლიოტონს“. ნოღაიდელის კომპანიას, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, „რასია - გრუზია“ ჰქვია. რა საჭიროა ორი სათაური, ეს ნოღაიდელს ეცოდინება. ნოღაიდელის კომპანია შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, როცა ობიექტი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მივა, მაშინ ებრალიძის კომპანია ჩაერთვება - დამამთავრებელ ფაზაში.
მოკლედ, ებრალიძემ და ნოღაიდელმა მარტო პოლიტიკურად არ გაუგეს ერთმანეთს, მათ ახლა საერთო ბიზნესიც აერთიანებთ. ნოღაიდელი მარტო საკუთარ ფულს არ დახარჯავს აფხაზეთში, ის შეღავათიან, წლიურ 6-პროცენტიან კრედიტსაც მიიღებს რუსეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან, რომლის მთავარი აქციონერი „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი შეფი და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, პატრუშევი და მისი ოჯახია. სავარაუდოდ, ნოღაიდელი 10 წლით 35 მილიონ დოლარს მიიღებს კრედიტად და მის გადახდას 2 წლის მერე დაიწყებს.

აი, ასეთია ზურაბ ნოღაიდელის აფხაზური ბიზნესგეგმა. კაცი, რომელიც აფხაზეთის დაბრუნებას გვპირდება, ხელისუფლებაში მესამედ მოსვლის შემთხვევაში, ოპოზიციაში ყოფნისას რუსეთს ეხმარება აფხაზეთის ანექსიაში, ანუ ამ ეტაპზე, რაც შეუძლია, იმას აკეთებს საიმისოდ, რომ მომავალში აფხაზეთის დაბრუნების პროცესი გაჭიანურდეს.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)
კომენტარი