"ჩვენი სიყვარულის 14 წელი“ - კახი კალაძე და ანუკი არეშიძე ქორწინების წლისთავს აღნიშნავენ: წყვილის რომანტიკული ფოტო
"ჩვენი სიყვარულის 14 წელი“ - ამ ტექსტით მიულოცა საყვარელ მეუღლეს ანუკი არეშიძემ ქორწინების იუბილე. დიზაინერი და დედაქალაქის მერი ქორწინების 14 წლისთავს აღნიშნავენ. წყვილმა რომანტიკული კოცნის ფოტოები "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ერთდროულად გამოაქვეყნეს. "ყველაზე მაგარი წყვილი...“ "საუკეთესოები ხართ...“ "ტკბილად შებერობოდეთ ერთმანეთს... თქვენი ლამაზი ვაჟკაცებითურთ..“ უწერენ წყვილს კომენტარებში და ქორწინების იუბილეს ულოცავენ. კალაძესა და არეშიძეც 4 შვილი ჰყავთ. მათი წყვილი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ისინი ხშირად არიან ყურადღების ცენტრში. ანუკი არეშიძე პოლიტიკოს მეუღლეს ოფიციალურ ღონისძიებებზე ყოველთვის თან ახლავს.
კომენტარი