დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. კოპანიის ცნობითვე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მოსახლეობას. "სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, დამენიას, ამილახვრის, დავითაშვილის, მესხიშვილის, სართიჭალის, ბოროდინის და ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას. რაც შეეხება ისნის რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფერისცვალების, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მუსხელიშვილის და კვაჭანტირაძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის, მიშველაძის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ბაგების დასახლების მოსახლეობას. კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომენტარი