სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დამნაშავე ხარ! ახლა გვიანია ქვითინი! წლებია იცოდი შენი ქმრის ხასიათი, მაგრამ მწვანე-მწვანე ევროებზე გაიყიდე" – თამარ ივერი 11 წლის მოზარდის დედაზე

„დამნაშავე ხარ! ახლა გვიანია ქვითინი! წლებია იცოდი შენი ქმრის ხასიათი და შვილის პირობების ამბავი, მაგრამ მწვანე-მწვანე ევროებზე გაიყიდე“,- ასე ეხმაურება საოპერო ვარსკვლავი თამარ ივერი თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალებას.

როგორც თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, დედა ქვეყანაში მაშინვე უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც ბავშვზე პირველი ძალადობა გაიგო.

„ეხლა გვიანია იდაყვზე კბენანი! როგორც კი ბავშვზე ძალადობა გაიგე… უნდა დაგეყარა ყველაფერი და გამოქცეულიყავი….შენზე ნაკლები ქალები არ ზიან მაღაზიებში და ბაზრებში გამყიდველად და ოჯახს და შვილს არ ტოვებენ ასეთ მონსტრებთან! ან თან წაგეყვანა ბავშვი. ამ ასაკის ბავშვის ამ მონსტრთან დატოვება შეიძლებოდა? მაპატიეთ! მე ის ბავშვი მეცოდება…. თქვენ არ მეცოდებით!

გადაივლის ამ საბრალოს დაკრძალვა, შენ კი ისევ დაბრუნდები საბერძნეთში და ისევ გააგრძელებთ მწვანე 100-100 ევროიანებზე მუშაობას, თუ ყელში გადაგივა აწი მაგ ფულებით ნაყიდი ლუკმა პური!“,- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, მოზარდის დედა და და საბერძნეთში იმყოფებიან. გარდაცვლილი ბავშვის ბებია ამბობს, რომ დაკავებულმა მამაკაცმა, ბოლოს საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ თუ ფულს არ გამოუგზავნიდა საკუთარ შვილს ვეღარასდროს ნახავდა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი,გარდაცვლილის მამა დააკავეს.

გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100