სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელიზბარ ჯაველიძემ თავის ლიდერს "გადაუჯოკრა" და ხალხს "თახვები" უწოდა

"სახალხო კრებამ" კი იცოდა, რომ ხალხს, მოსახლეობას ეს პარტია თუ გაერთიანება ნაკლებად აინტერესებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ვერ ხვდებოდნენ, რომ მობილიზაციის, ფულების დარიგებისა და მოტყუებით გამოყვანილი ხალხის გარეშე ასიოდ კაცის იმედად დარჩებოდნენ.

იმედგაცრუების ნოტები აქციის პირველ დღესვე გაუჩნდათ, მაგრამ რაც შემდგომ დღეებში ხდებოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ იგნორირებით გაღიზიანებულმა "სახალხო კრების" ლიდერებმა შეცდომები ხედიზედ დაუშვეს: ჯერ იყო და, ნინო ბურჯანაძემ ხალხს "სოროში შემძვრალები" უწოდა და სოროებიდან გამოსვლისკენ მოუწოდა, დღეს კი "კრების" ერთ-ერთმა სახემ - ელიზბარ ჯაველიძემ ხალხი, არც მეტი, არც ნაკლები, თახვებად მოიხსენია", გაწბილებულმა იმით, რომ ხალხი არ "განრისხდა" და ქუჩაში არ გამოვიდა:

‎"ეი, თქვენ, მართლა თახვებო, სოროებში შემძვრალო თახვებო, მეშინია თავი არ დაისაჭურისოთ, რადგან თახვები, როდესაც შიშს განიცდიან, თავს ისაჭურისებენ, თქვე მართლა ერთი კაცის საჯდომის მლოკველო თახვებო, სადა ხართ, სად?!"

ხალხის ნაცვლად გაბრაზებულმა ჯაველიძემ თავისი გამოსვლა გვერდზე ჩაბუზღუნებით დაამთავრა, მაგრამ "პირველი არხის" მგრზნობიარე მიკროფონის წყალობით მისის სიტყვები ეთერში მაინც გაისმა:

"ჩვენ ვითომ გვაშაყირებენ, ნინო ჩაოო, მართლა ჩაო თქვენ და ჯანდაბა!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100