თბილისში მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობდა , განმარტეს, რომ მიწოდების ჯაჭვის პროცესი ნედლეულის შეძენით იწყება და მზა პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანით მთავრდება. ამდენად, ბიზნესის წარმატებისათვის მისი სწორად წარმართვა მნიშვნელოვანია.
მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციისა და Supply Chain Council–ის მიერ ხორციელდება, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობის შეფასებასა და მათ შედარებით ანალიზს რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბით.
კვლევაში მონაწილეობას ღებულობს საცალო ვაჭრობის, წარმოების, ფარმაციის, სამომხმარებლო საქონლის გასაღებისა და ელექტროტექნიკის სფეროში მოღვაწე საქართველოში მოქმედი 60–მდე კომპანია.
ამასთან, როგორც საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავჯდომარემ გიორგი დობორჯგინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მოქმედ კომპანიებში Supply Chain Council –ის სტანდარტები დაინერგება.
„ჩვენ აქტიურად ვიწყებთ საქართველოში Supply Chain Council –ის სტანდარტების დანერგვას, კონკრეტულად იმ კომპანიებში, რომლებიც მოიცავენ მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკური პროცესების სტანდარტიზაციას. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ კომპანიებს პერსონალის გადამზადების ნაწილში დავეხმაროთ, რადგან ეს არის სრულიად ახალი მიმართულება, არა მხოლოდ რეგიონებისთვის, არამედ ბევრი განვითრებადი ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოდან 3 ტრენერი აშშ–ში გადამზადებას გადის და ვფიქრობ, წლის ბოლოდან ამ პროცესის დაწყებას შევძლებთ“, – აღნიშნა დობორჯგინიძემ.
მისივე ინფორმაციით, ასოციაციამ ჩაატარა ტრენინგი, სადაც საქართველოში მოქმედმა 10–მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
„ქართული კომპანიებისთვის SCOR (Supply Chain Operations Reference)-ის საერთაშორისო სტანდარტების გასაცნობად პირველი ტენინგი უკვე ჩავატარეთ. ინტერესი ჯერჯერობით 10–მა კომპანიამ გამოხატა. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგია და ვფიქრობ კიდევ ბევრი კომპანია გამოთქვამს ამის ინტერესს. საქართველოს ეკონომიკა არ არის იმ მოცულობის, როგორც სხვა მეზობელ ქვეყნებში და რეგიონებშია.ვფიქრობ, 40–50 კომპანია გამოთვამს იმის სურვილს, რომ ასეთი სტანდარტი მომავალი 3–4 წლის პერსპექტივაში დანერგოს“, – განაცხდა დობორჯგინიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია ( GLA) 2011 წელს დაფუძნდა. GLA წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობა უკავშრდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორებს. GLA–მ ჩამოაყალიბა ნეიტრალური პლატფორმა, რომელიც ემსახურება ლოგისტიკის ინდუსტრიის ინტერესებს, ხელს უწყობს GLA–ს წებრებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას საქართველოში. ასოციაციის წევრებია ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები შემდეგი სფეროებიდან : ვაჭრობა, წარმოება, იმპორტი/ექსპორტი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა. 2014 წლიდან GLA წარმოადგენს აშშ–ს ორგანიზაცია– Supply Chain Council (SCC) –ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. SCC-სთან თანამშრომლობით და USAID EPI-ს მხარდაჭერით GLA–მ საქართველოში დაიწყო მიწოდების ჯაჭვის (supply chain) საერთაშორისო სტანდარტების SCOR (Supply Chain Operations Reference) დანერგვა.
კომენტარი