სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა წარმომადგენლობითი ოფისი სტამბოლშიგახსნა

თბილისი,23 დეკემბერი, 2013 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა თურქეთში, სტამბოლში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის შესახებ. ოფისის გახსნა სტამბოლში, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ინვესტიციებისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობის არსებობით, წარმომადგენლობითი ოფისი ფოკუსირებული იქნება თურქეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.

„მოხარული ვარ, რომ სტამბოლში ოფისის გახსნით, საქართველოს ბანკი აფართოებსმის საერთაშორისო მიმართულებას. ათწლეულზე მეტია, თურქეთი საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესისავაჭრო პარტნიორია და ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადიშემოდის. თურქეთთან ვაჭრობის მოცულობამ, 2012 წელს, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარსმიაღწია, საქართველოში თურქული ინვესტიციებისოდენობა კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 500 მილიონაშშ დოლარზე მეტია, რაც ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისმნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეჭვგარეშეა, რომთურქეთი, მომავალი წლების განმავლობაში,დარჩება საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, საქართველოს ბანკის დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობითმოვახდინოთ იმ ბიზნეს შესაძლებლობების რეალიზაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობიდან გამომდინარეობს,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

სტამბოლის ოფისი, საქართველოს ბანკის რიგით მეოთხე უცხოური წარმომადგენლობაა თელ ავივის, ლონდონისა და ბუდაპეშტის შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100