კურიერს მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის სასამართლოს ტრანსლირებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრეს
რუსთავი 2 -ს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრეს-აღნიშნულ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.
რუსთავი 2 -ის ცნობით მას შემდეგ რაც პირველმა არხმა პროცესის პირდაპირ ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადა, რუსთავი 2-ს ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება მოეთხოვა სასამართლოდან პირდაპირი ტრანსლაცია, მაგრამ კურიერს დაუსაბუთებელი უარი უთხრეს. აღნიშნული ფაქტით დაირღვა როგორც მედიის ასევე მაყურებელთა უფლებები, რადგან საზოგადოებას არ მიეცა შანსი დაკვირვებოდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და თავად განესაჯა რამდენად სამართლიანი იყო განაჩენი.
კომენტარი