სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“.

მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“.

დე ფაქტო КГБ-ს განცხადების თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ საქართველოს მოქალაქეების სატელეფონო საუბრების სტენოგრამას აქვეყნებს. მასალში, რომელიც სააგენტო „რესმა“ გაავრცელა, საქმე ეხება, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის პირად საუბრებსა და მონაცემებს. მასალაში ასევე აღნიშნულია ექიმის და მისი პაციენტის ტელეფონის ნომრები. როგორც დე-ფაქტო უწყება იტყობინება, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ „საზღვრის გადალახვა“ კარგად დაგეგმილი იყო.

„ნოემბრის დასაწყისში, ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა საგარეო ვიზიტით ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში. 4 ნოემბერს, ვ. გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე მიიღო პაციენტები „მედიქლაბ-ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს, გაფრინდაშვილის სოლო პაკეტის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე დაერიცხა 21 000 ლარი. 8 ნოემბერს ვ. გაფრინდაშვილი თავის კლიენტებთან საუბარში თქვა, რომ იგი თბილისში არ იქნებოდა შაბათს და კვირას და რომ იგი ორშაბათს, მე -11 საათამდე პაციენტებს ვერ მიიღებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სტატიაში ასევე მოცემულია სტენოგრამა, რომელიც დე-ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100