სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ID ფინენსმა რიგით მეხუთე ქვეყანა - პოლონეთში სწრაფი ონლაინ სესხების სერვისი „MoneyMan“გახსნა.

საერთაშორისო კომპანია Innovative Digital Finance განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას. რამდენიმე დღის წინ, სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MoneyMan, პოლონეთშიც გაიხსნა. კომპანიის პირველი მომხმარებელი ტუჩოლას მცხოვრები გახდა.

2015 წლის დეკემბერში, მანიმენმა საკუთარი ვებ გვერდის MoneyMan.pl საშუალებით პირველი სესხი გასცა პოლონეთში. შეგახსენებთ, MoneyMan არის სწრაფად მზარდი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიის IDფინენსი-ს წევრი, რომელიც სპეციალიზირდება სწრაფ ონლაინ სესხებში.

MoneyMan-ის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე ავტომატური დამტკიცების პროცესი და სესხის სწარფად გაცემაა. კომპანია იყენებს ბიზნეს მოდელს, რომელიც აწარმოებს მომხმარებლის საკრედიტო ციკლს. თანხის მისაღებად, მომხმარებელი უბრალოდ რეგისტრირდება საიტზე, ავსებს განაცხადს პირადი მონაცემების საფუძველზე, ირჩევს სესხის სასურველ თანხასა და ვადას და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე იღებს კრედიტს. ამ პროცესს ჯამურად 15 წუთამდე დრო სჭირდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მანიმენის ორიენტირი სწრაფი და მოსახერხებელი სერვისის შეთავაზებაა.

დამტკიცებული სესხი გაიცემა კლიენტის საბანკო ანგარიშზე მყისიერად. მსესხებელს ასევე შეუძლია მიიღოს თანხა ნაღდი ფულის სახით ან ელექტრონულ საფულეზე დარიცხვით. პოლონეთის მანიმენში, მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია თანხის მიტანა მომხმარებლის სახლის მისამართზე საფოსტო კურიერის მიერ. ეს არის უნიკალური უპირატესობა, რასაც MoneyMan თავის მომხმარებლებს სთავაზობს ამ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, პოლონეთი მსოფლიოს მასშტაბით გახდა მეხუთე ქვეყანა სადაც ID ფაინენსი აწარმოებს ონლაინ სესხების სერვისს, ხოლო ევროპის ფარგლებში მეორე ქვეყანა, ესპანეთის შემდეგ. გარდა ამისა, ID ფაინენსს ამჟამად აქვს ოფისები საქართველოში, რუსეთში, ბელორუსიასა და ყაზახეთშიც.

„2012-ის შემდეგ, ID ფაინენსმა MoneMan-ის საშუალებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების 250 ათასზე მეტი სესხი გასცა და მიიზიდა 15 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია. მიკროსესხების ჯამური რაოდენობა 2015 წლის 11 თვის განმავლობაში 3,35-ჯერ გაიზარდა 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაცემული სესხების რიცხვი კი, თითქმის 4,5-ჯერ. კომპანია მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიით ზრდას.“ - აღნიშნა ID ფაინენსის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე დუნაევმა.

კომპანია იყენებს ონლაინ სესხის ბიზნეს მოდელს, რომელიც უზრუნველჰყოფს კომფორტულ სერვისსა და მომხმარებლებისთვის თანხის მყისიერ გაცემას. MoneyMan მნიშვნელოვნად ამცირებს ოფისებისა და გაყიდვების აგენტების ხარჯებს და თავისი რესურსების ფოკუსირებას ახდენს IT გადაწვეტილებების განვითარებაზე. პოლონეთში არსებული მანიმენის განსაკუთრებული უპირატესობა დახვეწილ და სხვა ქვეყნებში ნაცადი სკორინგის სისტემაა. სკორინგის ეს მოდელი ალბათობის მეთოდების გამოყენებით ახდენს მომხმარებლის შეფასებას სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული მონაცემებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით.

გადაწყვეტილების მიღების ინოვაციური მოდელის ალგორითმი ათასობით საფეხურისგან შედგება, მათ შორის, შიდა საკრედიტო ისტორიების თაღლითობის საწინააღმდეგო სერვისი, საკრედიტო ბიუროები და სხვა შიდა თუ გარე საშუალებები.

„პოლონური ონლაინ სესხის ბაზარი არის უდიდესი და ყველაზე განვითარებული კონტინენტურ ევროპაში. მიუხედავად ამისა, ID ფინენსის ღირებული საერთაშორისო გამოცდილების წყალობით, MoneyMan-ს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ბიზნეს პროცესები. ჩვენ შევქმენით განსხვავებული IT გადაწყვეტილებები და ვიყენებთ ეფექტური სკორინგის მოდელებს პოტენციური მომხმარებლების კრედიტუნარიანობის მყისირი შეფასებისთვის. ეს უპირატესობები უზრუნველჰყოფს MoneyMan-ის სწრაფ ზრდასა და განვითარებას. პოტენციურობის გააზრება და ბაზრის ლიდერის პოზიციის მოპოვება პოლონეთში MoneyMan-ის გუნდის სტრატეგიული მიზანია!“ - ამბობს ID ფინენსის თანადამფუძნებელი ბორის ბატინი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

E-Mail MoneyMan.GE:[email protected]

E-mail MoneyMan.PL: [email protected]

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100