სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურიას დედა: „ქეთა ძალიან განიცდის ოჯახი რომ ასეთ მდგომარეობში აქვს, თუმცა ბიჭები ეხმარებიან ამის გადალახვაში“

რუსულ გადაცემაში „Ты не поверишь“ ქეთა თოფურიას დედამ ნატალიამ შვილისა და სიძის ოჯახური თანაცხოვრების დეტალებზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ნატალია თოფურია არც ისეთი კმაყოფილია ერადერთი ქალიშვილის პირადი ცხოვრებით. ქეთა მეოთხე წელია დაქორწინებულია ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, მათ პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ, თუმცა წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს, როგორც თავად ნატალია ამბობს, ორივეს კარიერა უშლის ხელს ერთად ყოფნაში. ქეთას დედამ უარყო ჭორი წყვილის დაშორების შესახებ და აღნიშნა, რომ გეიხმანი წინასაახალწლო პერიოდში ჩამოვიდა, რადგან სამსახურში დასვენება ჰქონდა და სადღესასწაულო დღეები ქეთასთან და ბავშვთან გაატარა.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, ქეთას დედისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ოჯახის შენარჩუნება, როცა ასეთი მანძილი აშორებს წყვილს ერთმანეთს და არც თავისი ქალიშვილი გეგმავს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას:

„ქეთი არ აპირებს სხვაგან გადასვლას, აქ ჯგუფი ჰყავს, სამუშაო აქვს. რა თქმა უნდა განიცდის, თუმცა ჯგუფის ბიჭები ეხმარებიან ამის გადალახვაში.“

ნატალია ძალიან ამაყობს, რომ თავისი ქალიშვილი კარიერასა და დედობას კარგად უთავსებს ერთმანეთს. ქეთას ლივის გაზრდაში დედა ეხმარება. ის იმედოვნებს, რომ ქეთა და ლევი ისევ ერთად იცხოვრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100