სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცეზარ ჩოჩელის გამარჯვებით ჩვენ - ხალხი გავიმარჯვებთ“ - დიდი შეხვედრა წეროვანში

მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გუშინ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ხალხმრავალი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. „ჩვენ ვირჩევთ ცეზარ ჩოჩელს“, - ასეთია წეროვანში მცხოვრები დევნილების უდიდესი ნაწილის პოზიცია.

დევნილთა დიდი ნაწილი ღიად ამბობს რომ ერთი მხრივ, კატეგორიულად ემიჯნებიან სამთავრობო კანდიდატ ხუნდაძეს, რომელსაც სიცრუესა და ამომრჩევენთა ინტერესების იგნორირებაში ადანაშაულებენ და მეორე მხრივ, მხარს უჭერენ სიტყვისა და საქმის კაცს - ცეზარ ჩოჩელს. კანდიდატს, რომელსაც დევნილთა აზრით, შეუძლია მეტი სიკეთე მოუტანოს ხალხს.

„ჩვენ ორჯერ გადაგვარჩინა ცეზარ ჩოჩელმა. პირველად მაშინ, როდესაც სიკვდილისგან გვიხსნა და ახალგორიდან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოგვიყვანა.

18 ტყვია ესროლეს მის მანქანას. მანამდეც ემუქრებოდნენ, მაგრამ იქ, ომის დროს არ მიგვატოვა. მოხუცები, ბავშვები, უმწეოები სამშვიდობოს გამოჰყავდა და როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა ხალხს.

ხოლო მეორედ მაშინ გადაარჩინა დევნილები ბატონმა ცეზარმა, როდესაც ბევრი მათგანი დაასაქმა. დევნილთა ნაწილი პირდაპირ შიმშილისგან და უმუშევრობისგან იხსნა.

ამიტომ, სხვას ვის უნდა დავუჭირო მხარი, თუ არა, ცეზარ ჩოჩელს, რომელიც ხუნდაძესავით კი არ დემაგოგობს, საქმეს აკეთებს, ქარხნებს აშენებს და ხალხს ასაქმებს“, - გვეუბნება დევნილი ქალბატონი, რომელიც ამბობს რომ ისიც, მისი ოჯახის სხვა წევრებიც და მისი ნათესავებიც ერთსულოვანნი არიან არჩევანში: „ხმას ცეზარ ჩოჩელს ვაძლევთ“.

გუშინ, წეროვანში, დევნილებთან შეხვედრა ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა. „ჩვენ დავკარგეთ ახალგორი, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი“, - ამბობენ ისინი და თავიანთი არჩევანის სისწორეში დარწმუნებულები არიან.

„დევნილებს, მცხეთას, მცხეთის რაიონს ცეზარ ჩოჩელი გვჭირდება პარლამენტში. ყველაზე მაგარი, გულიანი, გულწრფელი და სანდო სწორედ ისაა.

ებრძოდნენ, ებრძვიან, მაგრამ მაინც მაგრად დგას ხალხის საკითილდღეოდ“, - გვეუბნება დევნილი მოხუცი და იმ დროს იხსენებს როდესაც ჯერ კიდევ იქ, თავის მიწაზე ცხოვრობდა.

„მოვა დრო და დავბრუნდებით ჩვენს სახლებში. მანამდე კი, ის გავაკეთოთ რაც ახლა გვჭირდება. ცეზარ ჩოჩელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ. მისი გამარჯვებით ხომ ჩვენ - ხალხი გავიმარჯვებთ“.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. მცხეთის საარჩევნო ოლქის უპირობო ლიდერი, კანდიდატებს შორის, ცეზარ ჩოჩელია. კაცი, რომელმაც ბიზნესი ერთი საარყე ქვაბით დაიწყო და ქარხნების მთელი არმია ააშენა. ადამიანი, რომელიც ეიმედებათ, უყვართ და აფასებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100