სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 საინტერესო ფაქტი ეიფელის კოშკის შესახებ

ეიფელის კოშკი — ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. გთავაზობთ 10 ნაკლებად ცნობილ და საინტერესო ფაქტს, მსოფლიო არქიტექტურის ამ სახელგანთქმულ ნიმუშზე.

ეიფელის კოშკის შექმნისას, არქიტექტორმა მისი არსებობის ხანგრძლივობად 20 წელი გათვალა. გუსტავ ეიფელი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ქმნილება 100 წელზე მეტ ხანს იდგებოდა საფრანგეთის დედაქალაქში, რადგან ის დროებით, საფრანგეთის რევოლუციის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგებში დაგეგმილი მსოფლიო გამოფენისთვის შეიქმნა.

ეიფელის კოშკის აგების პროცესში, ნაგებობის სიმაღლის (324 მეტრი) მიუხედავად მხოლოდ ერთი მუშა დაიმტვრა.

ეიფელის კოშკის აგებიდან 41 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა გახლდათ, მანამ სანამ 1930 წელს კრაისლერის ცათამბრჯენმა ეს სტატუსი არ წაართვა.

ეიფელის კოშკი სამი სხვადასხვა ფერის საღებავით არის შეღებილი, თუმცა მათი შეხამება ისე ხდება, რომ მნახველებს კოშკი ერთი ფერის ჰგონიათ. კოშკის გადაღებვა ხდება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ.

1912 წელს ეიფელის კოშკის მესამე სართულიდან გადმოხტა მეცნიერი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მფრინავი პალტოგამოიგონა. მისმა პალტომ არ გაამართლა და გამომგონებელი გარდაიცვალა.

მეორე მსოფლიო იმის დროს, გერმანელების მიერ პარიზის დაპყრობის შემდეგ ფრანგებმა ეიფელის კოშკის ლიფტი დააზიანეს, რათა მტერს განადგურებული ქალაქის ხილვის საშუალება არ ჰქონოდა, თუმცა ეიფელის კოშკზე ჰიტლერი მართალია ფეხით, მაგრამ მაინც ავიდა.

ეიფელის კოშკის ასლები მდებარეობს მსოფლიოს არაერთ კუთხეში, მათ შორის ლას ვეგასში, კოპენჰაგენში, ვარნაში, ვიეტნამსა და სხვა ქალაქებში.

1925-1934 წლებში კომპანია Citroën - მა ეიფელის კოშკის ოთხივე მხარე საკუთარი სარეკლამო წარწერებით დაფარა.

1920 წელს ვინმე ვიქტორ ლიუსტიგმა დიდი აფიორა გაითამაშა და ეიფელის კოშკი იმ დროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს მიჰყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ვიქტორ ლიუსტიგის ერთადერთი აფიორა არ გახლდათ, ეს ადამიანი მსგავსი ტიპის ყალბი გარიგებებით სერიოზულ ფულს შოულობდა.

დღეისათვის ეიფელის კოშკი ოფიციალურად ეკუთვნის ქალაქ პარიზსს, თუმცა თავისი არსებობის მანძილზე ის დაახლოებით 20-ჯერ იქნა გაყიდული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100