თერჯოლის სოფელში მეთორმეტე კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო - 17 წლის ბიჭი დედამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში 17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ, შუადღისას მოხდა. ინფორმაციას ქუთაისის სააგენტო ტოპნიუსი ავრცელებს. მათი წყაროს ინფორმაციით, ბიჭი სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა და ის სახლში დაბრუნებულმა დედამ, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. გარდაცვლილი მე-12 კლასის მოსწავლეა.
ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი