გაეროს ბოლო რეზოლუციის კენჭისყრისას საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების სია
რეზოლუციის სახელწოდება: „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუციის განხილვასა და კენჭისყრაში 144 სახელმწიფო მონაწილეობდა. საერთო ჯამში, საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას, შარშანდელთან შედარებით შვიდი ხმით მეტი – 57 ხმა ერგო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა თერთმეტმა სახელმწიფომ. რეზოლუციის კენჭისყრის დროს თავი 76–მა სახელმწიფომ შეიკავა. საერთო ჯამში, ეს კენჭისყრის მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობის ნახევარზე მეტია.
გაეროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
ალბანეთმა, ანდორამ, ანტიგუა და ბარბუდამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, აზერბაიჯანმა, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, კონგომ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, გვინეა-ბისაუმ, ჰონდურასმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლიტვამ, ლუქსემბურგმა, მალავმა, მალდივმა, მალტამ, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, მოლდოვამ, რუმინეთმა, სენტ ლუსიამ, სენტ ვისენტი და გრენადი, სან მარინომ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, ტუვალუმ, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვანუატუმ.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს:
სომხეთმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, მიანმამ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სერბეთმა, სუდანმა, ვენესუელამ და ვიეტნამმა.
ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახელმწიფოს, ნაურუს, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია – თავი შეიკავა.
კომენტარი