სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამაზ კლიმიაშვილის უიღბლო პროგნოზები

რამაზ კლიმიაშვილი, ჩვენდა საუბედუროდ, საკმაოდ ცნობილი, პოპულარული პოლიტოლოგი და პოლიტექსპერტი, ისე სამარცხვინოდ პროგნოზირებს, პოლიტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც ითაკილებენ. კაცმა მთელი ცხოვრება პოლიტიკა-პოლიტოლოგიაში გაატარა, წაუკითხავს არაფერს ტოვებს და თავადვე აცხადებს, ყველა ინფორმაციას პირველწყაროდან ვეცნობი, რადგან არაერთი ენა ვიციო. საქართველოსა და რუსეთში, ზოგჯერ უცხოეთშიც, თითქმის ყველა პოლიტექსპერტთა შეკრებაზე იწვევენ, მაგრამ რად გინდა? კლიმიაშვილის პროგნოზები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებთან ახლოსაც ვერ მოვა – ქალბატონი ლელა ხშირად "არტყამს", აი, კლიმიაშვილი კი, დამწყები სნაიპერივით, ათიდან ათივეს აცილებს. არადა, დაბერდა კაცი, რაღა დამწყებია?!
ფდსფ
თვალსაჩინოებისთვის, ვნახოთ, რამაზ კლიმიაშვილის პოლიტიკური პროგნოზები როგორ ახდა:
ფდსფ
1. რუსეთი საქართველოსთან ომს არ დაიწყებს. ეს გამორიცხულია. ისიც სისულელეა, თითქოს კავკასიაში 58-ე არმიაა მობილიზებული და რაღაც წვრთნებს იწყებენ (2008 წ. თებერვალი).
ფდსფ
2. რუსეთს არაფრად არ სჭირდება არც ცხინვალი და არც აფხაზეთი (2008 წ. მარტი).
ფდსფ
3. სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ ომი არ იქნება. ომის საფრთხე, ეს სააკაშვილის მუდმივი პიარის ნაწილია. რუსეთი, რასაც უნდა, ისედაც აკონტროლებს. კოდორის ხეობა, მით უმეტეს, არაფერში არ სჭირდება (2008 წ. მარტი).
ფდსფ
4. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს არც სამხრეთ ოსეთსა და არც აფხაზეთს (2008 წ.).
ფდსფ
5. სააკაშვილის დრო დამთავრდა. გაისად, ამ დროს, ის უკვე ჰააგის ციხეში იჯდება (2008 წ.).
ფდსფ
6. საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის `მისტრალის~ მიყიდვაზე თანხმობის გაცხადება იმის დასტურია, რომ სარკოზიმ არჩევანი შეაჩერა რუსეთისა და სააკაშვილის რეჟიმს შორის. სააკაშვილს, აწი, არც ერთი გავლენიანი ფრანგი პოლიტიკოსი ხელსაც აღარ ჩამოართმევს. სარკოზი ტელეფონზეც არ დაელაპარაკება (2009 წ.).
ფდსფ
7. ქართული ოპოზიცია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეგენი ერთ კვირაში დაამთავრებენ მიშას და მის ხელისუფლებას (2009 წ.).
ფდსფ
8. სააკაშვილს თვითმფრინავი დაქოქილი აქვს და წუთი-წუთზე დატოვებს საქართველოს. მას მთელი "ნაციონალური ელიტა" გაჰყვება. ახლა მთავარია, შეცდომა არ დავუშვათ და ნორმალური პარლამენტი და პრეზიდენტი ავირჩიოთ (2009 წ.).
ფდსფ
9. სისულელეა ევროკავშირთან, ვითომც და რაღაც ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა. მე გავეცანი მთელ ევროპულ პრესას, ევროკავშირისა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ოფიციალურ საიტებს და იქ მსგავსი არაფერი წერია. რა, მალავენ? ეს მორიგი ბლეფია სააკაშვილისა, ხალხს ატყუებს (2010 წ.).
ფდსფ
10. უტყუარი წყაროებიდან ვიცი, რომ ჰილარი კლინტონი მართლა გეგმავს კავკასიაში ვიზიტს, მაგრამ თბილისში არ ჩამოვა, საქართველოში მისი ვიზიტი არც კი განიხილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. კლინტონი ჩადის ერევანში და ბაქოში, ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით, აგრეთვე თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მოკლედ, ეგ მიშას პიარია, ვითომ კლინტონი ჩამოდის და ამერიკა ჯერ ჩემს შეცვლას არ აპირებსო. მაგას ვინ ჭამს? აქ არა ვართ? კლინტონი რომ არ ჩამოვა თბილისში, მერე რაღას იტყვის? (2010 წ.).
ფდსფ
11. უკვე დაწყებულია დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" – იქ კლანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მალე გასწრებაზე იქნება საქმე. მგონი, ოპოზიცია საჭირო აღარ იქნება, მიშას ისევ "ნაციონალები" მოუღებენ ბოლოს, თანაც ამ წლის ბოლომდე (2009 წ.).
12. ამერიკა ხელს არ გაანძრევს საქართველოს დასახმარებლად. მაგათ ფული სხვა, უფრო სერიოზული საქმეებისთვის სჭირდებათ. ბლეფია, რის მილიარდი, რა მილიარდი?! ხომ ნახეთ, ეს ვითომ ერთი მილიარდი ბუშის ადმინისტრაციამ გამოყო და ობამას ადმინისტრაციას გადააბარა. უბრალოდ, დიპლომატიური ჟესტი იყო, ვითომ თავი შეიწუხეს, სინამდვილეში ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს სააკაშვილის მთავრობა ამერიკისგან.
ფდსფ
13. ამერიკა-ირანის ომი გარდაუვალია, ან ამერიკა დაარტყამს ირანს და ან ისრაელი. შესაძლოა, ორივემ ერთადაც. ჩვენ კი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ გაზაფხულზე ამერიკა ირანს დაარტყამს, ირანი კი საქართველოს დაუშენს რაკეტებს. აი, რა სიკეთე ახლავს ამ სტრატეგიულ პარტნიორობას (2008 წ.).
ფდსფ
14. უკვე საკამათოც აღარ არის, რომ ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ, სააკაშვილს წყნარად გაისტუმრებენ და საქართველოს პრეზიდენტი გახდება ნინო ბურჯანაძე (2010 წ.)
ფდსფ
15. საქართველოს აუცილებლად დაუწესებენ ემბარგოს, არამარტო შეტევითი იარაღის, საერთოდ იარაღის შესყიდვაზე. ეს უკვე გადაწყვიტეს დიდმა სახელმწიფოებმა (2008 წ.).
ფდსფ
16. სააკაშვილი მალე ხელფასებსა და პენსიებს ვეღარ გასცემს, ბიუჯეტში ფული არ არის, შემოდგომიდან ყველა სახელმწიფო სოციალური სფეროს დაფინანსება შეწყდება და სოციალური რევოლუცია გარდაუვალია. ხალხს პოლიტიკური ოპოზიცია აღარ დასჭირდება, ისე მოიშორებს მიშას. მოკლედ, ყველა გათვლით და პროგნოზით, ახალ წელს ახალი პრეზიდენტით და ახალი ხელისუფლებით შევხვდებით (2009 წ.).
ფდსფ
17. ბიუჯეტი ცარიელია, კაპიკი აღარ არის. მიშა თავის დასაყრდენს _ პოლიციას, უშიშროებას და ნაწილობრივ ჯარს ვეღარ დააფინანსებს. ხელფასებსაც ვეღარ დაურიგებს, რომელ პრემიებზეა ლაპარაკი. ეს დასაყრდენი მალე, ორ-სამ თვეში გამოეცლება და მერე, სხვა რაღაც გზა იქნება, წავა უცხოეთში (2009 წ.).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100