სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიარაღებული თავდასხმა თბილისში - 5 დაჭრილს შორის ერთი მორაგბე ლაშა საჯაიაა

შეიარაღებული თავდასხმა თბილისში. ზემო ვეძისში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი დაჭრა.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ერთ-ერთი მორაგბე ლაშა საჯაიაა.თავდასხმისას ერთ-ერთი დაჭრილი ახალგაზრდა ქალია. ადგილობრივების ინფორმაცით, ის ერთ-ერთი დაჭრილი ბიჭის მეგობარია.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.მათივე განცხადებით, თავდამსხმელი სროლიდან რამდენიმე წუთში ავტომობილის საშუალებით მიიმალა, რომელშიც კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ზემო ვეძისში დაახლოებით დღეს საღამოს, ცოტა ხნის წინ მოხდა.უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა.დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
შსს ამ შემთხვევასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
შეტყობინების მიღებისთანავე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები.ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა.
დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100