საქართველოს მომავალი სასწორზე დევს - ბორელი
საქართველოს შესახებ ბრიუსელიდან მწვავე გზავნილები მოდის - ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროპელი ლიდერები მედიასთან მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად საუბრობენ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია, რადგან "სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს".
ევროპელი ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, ამიტომ ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურს სვლა.
საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილება - ბრიუსელში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი უკვე შეიკრიბა.
კომენტარი