თიბისის მხარდამჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი
გაიმართა. კონკურსი BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ფინალში გამოვლინდა
სამი გამარჯვებული, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში Adobe-ის
სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.
რეგიონულ ჩემპიონატში
მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს,
შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც შეასრულეს პრინტ ნამუშევრები თემაზე:
ჰაერის დაბინძურება - საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის.
ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის
მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა:
·
მარიამ
ბაღათურია
·
ლიზი
ნოზაძე
·
ალექსანდრე
ხალვაში
კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე
- თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე - სილქროუდ ჯგუფის არტ
დირექტორი და ბეკი ფანცხავა - მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს მოწვეული
ლექტორი.
Adobe Certified
Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ
ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების
წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.
პროექტის გენერალური
მხარდამჭერია თიბისი.
პროექტის პარტნიორები
არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის ტექნოლოგიური
პარტნიორია Lenovo.
კომენტარი