ლონდონში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა
სახელმწიფომ“ ლონდონში
გუშინ განხორციელებულ
ტერაქტზე პასუხისმგებლობა
აიღო.
ტერორისტული დაჯგუფების
განცხადებით, ტერაქტის
შემსრულებელი მათი
ჯარისკაცი იყო.
ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გუშინდელი ტერაქტის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქეა.
მისი თქმით, აღნიშნული პირი ცნობილი იყო პოლიციისა და სპეცსამსახურებისთვის.
ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.
კომენტარი