სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს არის არა "მეგობარი აქტი", არამედ "დაუძინებელი მეგობარი აქტი", ასე უნდა ერქვას - კობახიძის რუსული პროპაგანდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება და რომ ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერებულ კრიტიკულ გზავნილებზე, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე.

"რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა.... თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა "მეგობარი აქტი", არამედ ეს არის "დაუძინებელი მეგობარი აქტი". ასე უნდა ერქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს შანტაჟს, პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა "მეგობარი აქტი" და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას", - თქვა კობახიძემ.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ-ის წინა ელჩი, კელი დეგნანი და თქვა, რომ მან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში.

"რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონით საუბარი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად, ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით", - თქვა მან.

რაც შეეხება კითხვას, აქვთ თუ არ ამოლოდინი გუნდში, რომ სანქციები დაწესდება მათ წინააღმდეგ, პასუხობს, რომ ეს თემა არაა საინტერესო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100