სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტერაბანკის პირველი შუალედური გათამაშების გამარჯვებული გამოვლენილია

ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშების პირველ შუალედურ გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლენილია. სახლის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელი თამარ ტყავაშვილი გახდა. ნაკრებში შედის ჭკვიანი სახლის აღჭურვილობა, ვინილის საკრავი, Apple TV, ინტერნეტისა და ტელივიზიის ერთწლიანი პაკეტი, ჭკვიანი ყავის აპარატი და ლეგოს კონსტრუქტორი.

გამარჯვებულს კუთვნილი საჩუქრები ტერაბანკის სათავო ოფისში საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

„გათამაშების ფარგლებში გავხსენი ანაბარი ტერაბანკში და მოვიგე არაჩვეულებრივი პრიზები; განსაკუთრებით მომწონს ვინილის მუსიკალური საკრავი და ჭკვიანი ყავის აპარატი. დიდი მადლობა ტერაბანკს. წარმატებას ვუსურვებ დანარჩენ მონაწილეებს შუალედურ გათამაშებებში“, - განაცხადა თამარ ტყავაშვილმა.

ტერაბანკმა მასშტაბური, უპრეცედენტო გათამაშება სახელწოდებით „აიწყე ცხოვრება“ 22 თებერვალს დაიწყო და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცა შანსი, მარტივად ჩართულიყო გათამაშებაში მინიმუმ 1000 ერთეულის სესხის აღების ან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. სესხის აღებისას ყოველ 1000 ერთეულზე მომხმარებელს 1 ბილეთი გადაეცემა, ხოლო ანაბრის გახსნის შემთხვევაში ბილეთების რაოდენობა ორმაგდება. გათამაშება 15 ივნისამდე გრძელდება და გაიმართება კიდევ 2 შუალედური და 1 ფინალური გათამაშება.

„20 მარტს გათამაშდა პირველი შუალედური პრიზი - სახლის სასაჩუქრე ნაკრები; ნივთები, რომელთა ქონაც ძალიან გვინდა. პირველი გამარჯვებული ავტომატურად მონაწილეობს ფინალურ გათამაშებაში და აქვს შანსი, „აიწყოს ცხოვრება“, ხოლო მომდევნო ორ შუალედურ გათამაშებას გამოეთიშება,“ - აცხადებს ტერაბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, აკა სანიკიძე.თამარ ტყავაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში პირველად გაიმარჯვა და ფინალურ გათამაშებაში მთავარი პრიზების მოგების იმედი გაუჩნდა.

ფინალური გათამაშების გამარჯვებული მოიგებს გარემონტებულ ბინას ვაკეში, ახალ ავტომობილს Toyota RAV4, ხელფასს 2000 ლარის ოდენობით და საგზურს ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.

შუალედური პრიზების გათამაშება გაიმართება 20 აპრილს და 20 მაისს 20:00 საათზე ტერაბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივსტრიმის მეშვეობით.

ფინალური გათამაშება გაიმართება 20 ივნისს, 20:00 საათზე!

გათამაშების ფარგლებში ტერაბანკში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები ვადიან ანაბრებსა და საკრედიტო პროდუქტებზე. პირობების გასაცნობად ეწვიეთ ტერაბანკის ოფიციალურ გვერდს: terabank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100